Saturday, March 4, 2017

მეხუთე მოდულის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. გავაცნობიერეთ თუ როგორ ვაფასებთ მოსწავლეთა ჩართულობას, პროგრესს. მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები მოიცავს შინარსობრივ ნაწილს 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევასა და განსაზღვრავს რა ცოდნა და უნარ-ჩვევა შედის პროექტში. ტრენინგი იყო ამომწურავი და ეფექტური.

სავარჯიშო პორტფოლიო

დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პორტფოლიო

Saturday, February 25, 2017

მეოთხე მოდულის რეფლექსია

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა შეფასებისათვის. გავეცანით როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბლიკები, ქულის მინიჭების სქემები 21-ესაუკუნის უნარ- ჩვევების განვითარებისათვის. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა. ვიმსჯელეთ ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენებაზე. ტექნოლოგიების გამოყენება უფრო საინტერესოს და ეფექტურს ხდის მუშაობას.

Sunday, February 19, 2017

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულვიყავი, რა გავლენა შეიძლება ქონდეს ინტერნეტის სწავლის პროცესზე, კერძოდ როგორ შეიძლება სწავლების პროცესს შეუწყოს ხელი. ძიების სისტემა ეფექტურად იყო გამოყენებული ინფორმაციის მოპოვების უზრუნველსაყოფად. ინტერნეტი შესაძლებლობას გვაძლევს მოვიძიოთ ინტერნეტ რესურსი და გვქონდეს ინტერნეტ თანამშრომლობა. გავეცანით საავტორო უფლებებს და ინტერნეტის კომპეტენტურ თანამშრომლობას. განვიხილეთ საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენების წესს.

Saturday, February 18, 2017

მეორე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. გავაცნობიერე და გავაანალიზე მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვების არსებითობა.ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გამოყენების სტრატეგიებს გავეცანი. მივიღე რჩევები საკვანძო კითხვების შესამუშვებლად. კითხვის ეფექტურად დასმა ხელს უწყობს ჩართულობის ხარისხს და სიღრმისეულ აზროვნებას.